weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

შინაურ საქმეებზე საზღვარგარეთ კომენტარებს არ ვაკეთებ – პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

18:15 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022
ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივიდან ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივიდან

იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სახალხო დამცველის მიმართვას ეხებოდა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ „შინაურ საქმეებზე“ საზღვარგარეთ კომენტარებს არ აკეთებს.

„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება. მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს, შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა. კომენტარებს არ ვაკეთებ“, – უთხრა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინი ლომჯარიამ დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება. სახალხო დამცველმა განაჩენის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 16 მაისს მიესაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]